ბათუმის შუალედურ არჩევნებზე ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 10 საჩივარი და 6 შენიშვნა დაწერა

03 აპრილი 2022, 12:25 1503 ნახვა

შუალედურ არჩევნებს აკვირდებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ სხვადასხვა სახის დაღრვევა გამოავლინა. როგორც ისინი განმარტავენ, ხარვეზები იყო, ბათუმის 69-ე, 77-ე, 79-ე, 89-ე და მე-100 საარჩევნო უბნებზე.  უბნების მიმდებარე პერიმეტზე  დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სიტყვიერი დაპირისპირების, ამომრჩეველთა მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები.  

„პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებლის მიერ, ბათუმის 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა

კენჭისყრის პროცესისას გამოიკვეთა ხმის მიცემისა და საარჩევნო უბნის მოწყობის წესის დარღვევის, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებისა და ამომრჩეველზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შემთხვევები. 

ჯამში ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 10 საჩივარი და 6 შენიშვნა დაწერა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი