მეწყერი ცენტრალურ მაგისტრალზე

29 დეკემბერი 2016, 00:00 3529 ნახვა

უკვე მესამე დღეა ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. ორი დღის წინ განვითარებულმა მეწყერმა საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც ხიჭაურში, წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩამოწოლილი ლოდების აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ზურაბ სიხარულიძის თქმით, საავტომობილო მიმოსვლა სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი