ქუთაისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

01 აპრილი 2022, 21:54 916 ნახვა

ქუთაისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას ჭრილობა კისრის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ინციდენტი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოხდა. კაცი ახალგაზრდა გოგომ დაჭრა. მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

"დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი