უკრაინას ჯერ არ მიუღია პასუხი რუსეთისგან სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე გაჟღერებულ წინადადებებზე - კულება

01 აპრილი 2022, 15:28 1157 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ მიუღია პასუხი რუსეთისგან სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე გაჟღერებულ წინადადებებზე. ამის შესახებ კულებამ პოლონეთში ვიზიტის დროს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ჯერ არ მიგვიღია სრული პასუხი იმ წინადადებებზე, რომლებიც გაჟღერდა სტამბულში. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საჯარო კომენტარებს, რომლებიც ისმის რუსი ოფიციალური პირებისგან, მაგრამ ველოდებით რუსეთისგან სრულ ფორმალურ პასუხს", - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, ამ პასუხიდან გაირკვევა აგრძელებს თუ არა რუსეთი ულტიმატუმის ენაზე საუბარს, თუ საბოლოოდ გადავიდა დღის წესრიგის კონსტრუქციულ განხილვაზე და ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში