ე.წ. რეფერენდუმი - შეფასებები

01 აპრილი 2022, 10:01 716 ნახვა

„შექმნილი ვითარების გამო, ჩვენი ქვეყნის მთლიანობის საკითხი  დიდი საფრთხის ქვეშაა“ - აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადება დღესაც შეფასებების საგანია.

ჯემალ გამახარიასთვის ბიბილოვის განცხადება იყო მოულოდნელი, თუმცა ამბობს, რომ ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდანვე, მისი მიზანი სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის მიერთება იყო. იხსენებს აქამდე ჩატარებულ რეფერენდუმებს, რომლებსაც შედეგები არ მოჰყოფლია. მ

ნიშვნელოვნად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ბიბილოვის ამ განცხადებას სინქრონულად მოჰყვა მსგავსი შინაარსის ნარატივი დუმადან, რაც მისი თქმით, მიანიშნებდა წინასწარ შეთანხმებულ პოზიციაზე. ექსპერტებისა და კონფლიქტოლოგების აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი