ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან არანაირი იურიდიული ან სხვა ტიპის ქმედება არ განხორციელებულა - პესკოვი ე.წ რეფერენდუმზე

31 მარტი 2022, 16:02 851 ნახვა

ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან არანაირი იურიდიული ან სხვა ტიპის ქმედება არ განხორციელებულა-ასე გამოეხმაურა დიმიტრი პესკოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.

„ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან არანაირი იურიდიული ან სხვა ტიპის ქმედება არ განხორციელებულა, მაგრამ, ამავე დროს, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე და ჩვენ მას პატივს ვცემთ“, - აცხადებს პესკოვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში