ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში

31 მარტი 2022, 14:48 1149 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პარლამენტის სპიკერი  ვალერი კვარჩია აცხადებს, რომ რესპუბლიკა არ მიბაძავს  ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთს და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმს არ ჩაატარებს. იგი აღნიშნავს, რომ  ამას არაღიარებული რესპუბლიკის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.  „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესახებ საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

აფხაზეთის კონსტიტუციით აბსოლუტურად მკაფიოდ  არის გამოცხადებული  ჩვენი რესპუბლიკა დამოუკიდებელ ქვეყნად“- ამბობს დე ფაქტო სპიკერი. კვარჩიას თქმით,  აფხაზეთისთვის რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი, ახლობელი და მშობლიური სახელმწიფოა, თუმცა რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების განზრახვა რესპუბლიკაში არ არის. მანამდე ოკუპირებული  ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის  შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება დაანონსა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთთან შეერთების შემთხვევაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი