დავით გობეჯიშვილს დღეს გადმოასვენებენ

30 მარტი 2022, 17:50 760 ნახვა

რამდენიმე საათში უნდა ჩამოასვენონ უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლი დავით გობეჯიშვილი. მანამდე დაღუპულ გმირი ვლოდიმირისკის ეკლესიაში დაასვენეს  და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისის  მირო ვანაძის ინფორმაციით, დავით გობეჯიშვილი  უკრაინაში დაღუპვამდე 5 დღით ადრე ჩავიდა. ის მანამდე აფხაზეთსა და ცხინვალში იბრძოდა. გობეჯიშვილი კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვას შეეწირა. უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლია დაღუპული. მათგან ორი სამშობლოში სამხედრო წესით უკვე დაკრძალეს.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში