ხმაური ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე

30 მარტი 2022, 14:37 682 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. კამათი მოჰყვა ქობულეთში ალტ-ინფოს კონსერვატიული ოფისის გახსნის საკითხს , რის გამოც ენმ-ს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდეს საჯაროდ გაეპროტესტებინა  ოფისის გახსნა.

ასევე ხმაური მოჰყვა მუნიციპალიტეტიდან  უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ფონდში გადარიცხულ 10-ათას ლარს. ოპოზიციამ მეტი გამჭვირვალობისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა.   

მოგვიანებით კი ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. ხმაურს და დაპირისპირებას საკრებულოს თავმჯდომარე შეგნებულად პროვოცირებულს უწოდებს.

დავით მჭედლიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას  ევროპული კურსი აქვს და შესაბამისად პრორუსული პარტია, როგორიც ალტ-ინფოა,  ვერ განხორციელდება.  

რაც შეეხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადარიცხულ თანხას, მჭედლიშვილის თქმით, პროცესი გამჭვირვალე და საჯაროა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი