ოკუპანტებმა მარიუპოლში წითელი ჯვრით აღნიშნულ შენობას გაუხსნეს ცეცხლი. ინფორმაციას უკრაინული მედია აზოვის პოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ომის დამნაშავეები, რომლებიც არ იცავენ ომის წესებსა და პრინციპებს. ამჯერად მათ ომის დანაშაული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წინააღმდეგ ჩაიდინეს.
ისინი მიზანმიმართულად ანადგურებენ თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახულ შენობას საჰაერო და საარტილერიო დაბომბვით.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ომის დანაშაული. ასეთი ჯვრები ხომ აღნიშნავს ადგილებს, სადაც შეიძლება იყოს დაჭრილი, სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული ტვირთი", — აღნიშნულია განცხადებაში.