მიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
ბოლო ინფორმაციით, 33 ადამიანი დაშავდა, 18 ადამიანი კი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ისევ ეძებენ.
ჭურვი 9 სართულიან შენობას მოხვდა. კორპუსის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაინგრა.
რუსმა თავდამსხმელებმა მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის შენობა 29 მარტს, დილით დაბომბეს.