კოვიდ 19 და ვაქცინაცია, ‘’წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახლგაზრდებს შორის’’ - ამ საკითხზე საქართველოს ხუთ რეგიონში კვლევა გაეროს მოსახლეობის ფონდის, საქართველოს ოფისის ინიციატივით ჩატარდა.
კვლევის მიზანი ვაქცინაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ბარიერების და წამახალისებელი ფაქტორების დადგენა და შესწავლაა.
კვლევის მიხედვით, შემაფერხებელი გარემოებებია ვაქცინაციასთან დაკავშირებული მითები, უსაფრთხოების საკითხები, არათანმიმდევრული მიდგომები, ცვალებადი პოლიტიკა და ინფორმაციაზე წვდომა.