ქუთაისში საწვავის ფასის ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს

28 მარტი 2022, 19:27 1025 ნახვა

ქუთაისში საწვავის ფასის ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქტივისტები იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ავტომობილების გაბმული სიგნალით მივიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, როცა დაკავებულები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და პროტესტის გაგრძელდება.

მათი განმარტებით, საწვავზე ფასის ზრდას გამო მორიგი მასშტაბური აქცია კვირას, სამ აპრილს აარის დაგეგმილი.

"საწვავის ფასის ზრდასთან ერთად იზრდება პროდუქტის ფასიც. თუ საწვავის ფასი დაიკლებს, შესაბამისად, ყველაფერი გაიაფდება. ვითხოვთ დღგ-ს და აქციზის ფასს დაწევას. სამარცხვინოა პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, თითქოს ამ აქციების უკან ,,ნაციონალური მოძრაობა" დგას. ეს არის ხალხის პროტესტი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი მიშა მუმლაძე.

გუშინ, ქუთაისში საწვავის ფასების ზრდის გამო საპროტესტო აქციაზე ორი პირი: გიორგი ლოლაძე და თამაზ გურგენიძე დააკავეს.

აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორთან და ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ავტომობილებით გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ ორი მათგანი დააკავა. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი