"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. სადავო კანონპროექტი პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაანონსების შემდეგ შეიტანეს. საკითხს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ოპოზიცია ინიციატივას პრეზიდენტზე ანგარიშსწორებას უწოდებს.