პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“

28 მარტი 2022, 18:18 804 ნახვა

ავარიული სახლები ბათუმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა უკვე დამტკიცდა და 300-მდე მრავალბინიანი კორპუსი სრულად ჩანაცვლდება ახალი ბინებით.  აჭარის მთავრობა დამატებით 150 მილიონი ლარის საგარანტიო თანხის მობილიზებას იწყებს.  როგორც ბათუმის მერიაში განმარტეს დაწყებულია კომუნიკაცია ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან და დეველოპერებთან. არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა კითხვას აღნიშნულ პროგრამასა და წინასაარჩევნო კამპანიას შორის შესაძლო კავშირს შორის. მერის განმარტებით, ეს პროგრამა გაცილებით ადრე დაიგეგმა ვიდრე ბათუმის ერთ-ერთ ოლქში განმეორებითი არჩევნები ჩაინიშნებოდა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში