მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, უნდა განხორციელდეს სრული ევაკუაცია - ქალაქის მერი

28 მარტი 2022, 15:34 819 ნახვა

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა დაუნდა განხორციელდეს სრულად ევაკუაცია, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, 160 ათასამდე ადამიანი ელემენტარული პირობების გარეშეა დარჩენილი. 

”ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 160 ათასი ადამიანი, იმყოფება მარიუპოლში, სადაც ცხოვრება შეუძლებელია, რადგან საერთოდ არაფერია: არც წყალი, არც სინათლე, არც გათბობა, არც კომუნიკაცია. ჩვენი მთავარი მისიაა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა - ჩვენ გვჭირდება მარიუპოლის სრული ევაკუაცია,"- განაცხადა ბოიჩენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი