პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ დამტკიცდა, აჭარის მთავრობა დეველოპერებს 150 მილიონი ლარის თავდებობას სთავაზობს

28 მარტი 2022, 13:49 954 ნახვა

სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ დამტკიცდა, ბათუმში დაახლოებით, 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი, თანამედროვე საცხოვრისით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება დაახლოებით 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი, თანამედროვე საცხოვრისით და 3000-ზე მეტი ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. ამ მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყველა მშენებელ კომპანიას შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის.

ჩვენ ეს პროგრამა უკვე გასულ წელს დავიწყეთ. 80 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისთვის. ეს არის ამ პროგრამის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ჩაერთვებიან როგორც საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებები, ასევე, დეველოპერები“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, პროგრამა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში