ეს არის ინფლაცია, რომელიც ომიდან მომდინარეობს - ლევან დავითაშვილი

28 მარტი 2022, 13:19 1021 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ინფლაციური წნეხის შესამცირებლად მუშაობს. 

''ზოგადად ინფლაციური წნეხი ყველაზე დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. ეს არის ინფლაცია, რომელიც ომიდან მომდინარეობს. მსგავსი შინაარსისაა, როგორც იყო პანდემიის პერიდოში, როცა მიწოდების ჯაჭვების წყვეტას ჰქონდა ადგილი. იგივე გამოიწვია ომმაც. დაწესებულმა სანქციებმა და დეფიციტმა.

საკმაოდ მაღალი ინფლაციაა ყველა ქვეყანაში. ეს საქართველოს მთავრობის მთავარი საზრუნავია. ვმუშაობთ  ეროვნულ ბანკთან და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იმისთვის, რომ ინფლაციური წნეხი შევამციროთ. ზრდა არ უნდა გვქონდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია'' - განაცხადა დავითაშვილმა. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, მარტი-აპრილიდან დაიწყებს ინფლაცია შემცირებას, თუმცა ის მიზნობრივ მაჩვენებელს ვეღარ დაუახლოვდება.

"ვხედავთ, რომ ინფლაციის დონე 30-40 წლის მაქსიმუმზეა ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში. ჩვენ ვაჭრობა გვაქვს ამ ქვეყნებთან და ბუნებრივია ეს ასახვას ჰპოვებს ჩვენზეც. ჩვენი პოლიტიკა, არის რომ დავეხმაროთ მოწყვლად ჯგუფებს"- განაცხადა ხუციშვილმა.

წლის ბოლოსთვის ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოვა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა დაძაბულია, მიმდინარე თვიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს.

„გეოპოლიტიკურ მოვლენებს რეგიონში ბუნებრივია, აქვს გავლენა საქართველოზეც, ჩვენს ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე. გარდა ამისა, კოვიდის კრიზისიდან ახალი გამოსულია ჩვენი ეკონომიკა და საბანკო სექტორი, რამაც ჯამურად დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. კონკრეტულ დეტალებში არ შევალ, თუმცა ეს გეოპოლიტიკური გავლენა იქნება ფინანსურ და ეკონომიკურ სექტორზე უფრო მცირე, ვიდრე პანდემიის დროს. რაც შეეხება ინფლაციას, წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ ჩამოვა ერთნიშნა ნიშნულზე.

მარტის ინფლაციაც უკვე შემცირებული იქნება წინა პერიოდებთან შედარებით. თუმცა ჯამურად შეიძლება, ითქვას, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ამის მიუხედავად შემცირება ეტაპობრივად უკვე დაიწყება“- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი