რუსეთმა მარიუპოლიდან 2000 ბავშვი გაიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაიტაცეს - ზელენსკი 

28 მარტი 2022, 10:32 1735 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა მარიუპოლიდან 2000 ბავშვი გაიყვანა. ზელენსკიმ განმარტა, რომ მოქალაქეები ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით ტოვებენ, მაგრამ რუსეთმა ასევე „ორგანიზება გაუწია მარიუპოლის მაცხოვრებლების იძულებით გადაყვანას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

„ჩვენი მონაცემებით, 2 000-ზე მეტი ბავშვი იქნა გასახლებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაიტაცეს. რადგან ჩვენ არ ვიცით ამ ბავშვების ზუსტი ადგილსამყოფელი. არიან ბავშვები მშობლებთან ერთად და ასევე ისეთებიც, რომლებსაც არ ჰყავთ. ეს არის კატასტროფა, ეს საშინელებაა,” - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

ასევე ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს უამბო, რა ხდება უკრაინაში. რუსეთის როსკომნადზორმა  კი რუსულ მედიას უკრაინის პრეზიდენტთან ჩაწერილი ინტერვიუს გაშუქება აუკრძალა.

რაც შეეხება თავად ინტერვიუს შინაარსს,  უკრაინის პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებთან ვრცელ ინტერვიუში უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე ისაუბრა. ეს იყო რუსეთისთვის მთავარი პრინციპული პუნქტი, სწორედ ამიტომ დაიწყეს ომი - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ნეიტრალურ სტატუსთან და არაბირთვულ სტატუსთან მიმართებით კიევის დათმობაზე წასვლა არ უნდა იყოს ბუდაპეშტის მემორანდუმის კიდევ ერთი ფურცელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი