უკრაინამ ევროპაში მარცვლეულის პირველი პარტიები სარკინიგზო გზით გაიტანა. რამდენიმე ათასი ტონა უკრაინული სიმინდის ექსპორტი ევროპაში განხორციელდა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
მისივე ინფორაციით „უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია და თითქმის მთელი ექსპორტი ტრადიციულად შავი ზღვის პორტებიდან ხორციელდება. ომამდე მარცვლეულის ყოველთვიური ექსპორტი 5 მილიონ ტონას აღემატებოდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
მატარებლებით უკრაინიდან ევროპაში თვეში 600 ათას ტონამდე მარცვლეულის ექსპორტს პროგნოზირებენ.