მედიაჰოლდინგი

28 დეკემბერი 2016, 00:00 1463 ნახვა

,,ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება”-განცხადება ტელეკომპანია ,,იმედის” სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა. ირაკლი რუხაძე ამ წუთებში მაესტროს მენეჯერს ხვდება.  შპს ”სტუდია მაესტროს” წილი გაყიდა გია გაჩეჩილაძემ. მიზეზად კი მან დაასახელა ის, რომ  ტელევიზიის სარჩენი ფული არ ჰქონდა და შესაბამისად, ისეთ ადამიანზე გაასხვისა, ვისაც ”მაესტროს” როგორც რჩენის, ასევე განვითარების საშუალება აქვს. ”მაესტროში” საკუთარი წილი გაასხვისა მაკა ასათიანმაც.  ასათიანის ადვოკატის განცხადებით, ასათიანმა წილი იმ მიზეზით დათმო, რომ ტელეკომპანიის მართვაში გადაწყვეტილებებს არ იღებდა. გარიგებას ეხმაურება მაესტროს მეწილე მამუკა ღლონტი. ის ტელეკომპანიების ერთ ჰოლდინგში გაერთიანებას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.  მაესტროს კიდევ ერთი მეწილის, გია გაჩეჩილაძის განმარტებით, შესაძლოა ჰოლდინგში, ტელეკომპანიებთან ერთად, რადიოსადგურებიც გაერთიანდეს. რაც შეეხება „ჯი-დი-ესს”, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.  ცნობილია რომ გარიგება არ ეხება “ჯორჯიან დრიმ სტუდიოს”, რომელიც დარჩება დღევანდელი მფლობელის, საკუთრებაში. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჰოლდინგს ერთი გენერალური დირექტორი და ერთი დაფინანსების წყარო ეყოლება. გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებას ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე დააფინანსებს. საინფორმაციო მაუწყებლობის მხრივ გარკვეულ შეზღუდვებზე უკვე მიუთითებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი