თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ხელმისაწვდომია 3 სააფთიაქო ქსელში - „ფარმადეპში“, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში და PSP-ს აფთიაქებში.
თუ მედიკამენტების შეძენისას აფთიაქებში იქმნება ბარიერი, ან ფარმაცევტი არ იძლევა ინფორმაციას მედიკამენტის სარეალიზაციო ადგილის, ან ღირებულების შესახებ, უნდა დარეკოთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე - 1505.
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები PSP-სა და „ავერსის“ ქსელებში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით.
კონკრეტული ინფორმაციის გადასამოწმებლად უნდა დაუკავშირდეთ სააფთიაქო ქსელს „ფარმადეპოს“. ქსელში კი აღნიშნული მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია 11 ფილიალში.
აქედან ბათუმში მედიკამენტები ხელმისაწვდომია 1 ფილიალში - გორგასლისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი 50-მდე გაიზარდა.