ქვათცვენა შუახევში - მაგისტრალზე გადაადგილება შეფერხდა

26 მარტი 2022, 17:24 1301 ნახვა

თოვლის დნობის შედეგად  ქვათაცვენის პროცესი განვითარდა შუახევში ზამლეთი ხიხაძირის ცენტრალურ მაგისტრალზე. ფერდობიდან ჩამოშლილი ქვის ლოდების გამო გადაადგილება ცალმხრივადაა შესაძლებელი.

აღნიშნული მონაკვეთით ცენტრალური გზა სხალთის, თხილვანის, ხიხაძირის,  ადმინისტრაციულ ერთეულებს უკავშირდება.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ  ტერიტორიას მოვლა-შენახვის პროექტის ფარგლებში დღის ბოლომდე  მოაწესრიგებენ.

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში