გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ეროვნული გმირის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ანწუხელიძის შვილებმა გიორგი ანწუხელიძის კუთხე გახსნეს.
ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სამხედრო მოსამსახურეები გაწეული სამსახურისთვის მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ.