სწორედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხება ის რეზოლუცია, რომელიც მმართველმა პარტიამ მოამზადა. მასში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, დეოკუპაციასა და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. რეზოლუცია სულ 12 პუნქტს მოიცავს. საგარეო საქმეთა კომიტეტზე უნდა განიხილონ დეპუტატებმა დოკუმენტი, რომლის მიმართაც ოპოზიციას უკვე შენიშვნები აქვს.