უკრაინაში ოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისივე განცხადებით, ეს ოპერაცია, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მოამზადა და დაამტკიცა უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა.
„აშკარაა, რომ ოპერაცია გაგრძელდება იმ მიზნების მიღწევამდე, რაც დასახული იყო ქვეყნის პრეზიდენტის მიერ. ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს; უკრაინის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფო, რომელიც არ არის მილიტარიზებული და სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი, ამიტომ, ვიდრე უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის თაობაზე შედეგები არ მიიღწევა, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს – როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ქვეყნის პრეზიდენტის მიერ“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.