ვფიქრობ, რუსეთი დიდი ოცეულიდან უნდა გაირიცხოს - ბაიდენი

24 მარტი 2022, 22:35 969 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი უნდა გაირიცხოს დიდი ოცეულიდან, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო სამიტის შემდეგ განაცხადა,

მისივე განმარტებით, თუ რუსეთის გარიცხვაზე სხვა ქვეყნები არ დათანხმდებიან, უკრაინას მიეცეს შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა.

„ვფიქრობ, რუსეთი უნდა გაირიცხოს დიდი ოცეულიდან, მაგრამ დამოკიდებულია დიდი ოცეულის ქვეყნებზე, ეს საკითხი განვიხილეთ დღეს და წამოვწიე ის შესაძლებლობები, რაც უნდა გაკეთდეს, თუ ინდონეზია და სხვა ქვეყნები არ დაგვთანხმდებიან, მაშინ შეგვიძლია, უკრაინას მიეცეს შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა", - აცხადებს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, თუმცა თუმცა პასუხი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი