დიდი შვიდეულის შეხვედრა

24 მარტი 2022, 22:07 858 ნახვა

დიდი შვიდეულის ლიდერების განცხადებით, მათ გადაწყვიტეს დააკისრონ მძიმე შედეგები რუსეთს და მზად არიან გამოიყენონ დამატებითი ზომები, ,,როგორც საჭიროა“.დაგმეს ვლადიმერ პუტინის "არჩევანის ომი" და მისი "გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და უკანონო" აგრესია უკრაინაში. ასევე, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ემზადებოდა ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის. „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ განაგრძობენ „მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის სხვა მთავრობების ჩასართავად შემაკავებელი ზომების გამოსაყენებლად, რომლებიც ანალოგიურია იმ სანქციებისა, რომლებიც უკვე შემოღებულია „დიდი შვიდეულის“ წევრების მიერ“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი