ალტ-ინფოს წარმომადგენელთა სასამართლო

24 მარტი 2022, 20:38 1510 ნახვა

11 დაკავებულს 2 000 ლარის, მე-12 დაკავებულს კი ჯარიმა 3 500 ლარის გადახდა დააკისრა მოსამართლე კობა გოცირიძემ. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები „კონსერვატიული მოძრაობის“  წევრები არიან, მათ ქობულეთში ოფისთან მისულ უკრაინის მხარდამჭერ აქციის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები განმარტავდნენ, რომ გაღიზიანება შეძახილებმა „მოღალატეები, რუსეთის აგენტები“ გამოიწვია. პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს ალტინფოს წევრების აგრესიული ქმედებები. დაკავებულების ნაწილმა ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ნაწილში აღიარეს ნაწილი კი თავს უდანაშაულოდ ცნობდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი