უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ - ჯო ბაიდენი

24 მარტი 2022, 16:57 1345 ნახვა

გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„ნატოს ლიდერები დღეს ბრიუსელში შევიკრიბეთ უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად და მათი თავდაცვის უფლების დასაცავად“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში