ეპიდემიური სურათი უმჯობესდება, დღევანდელი შემთხვევების მაჩვენებელი უკვე 600-ზე ნაკლებია. ეს ტენდენცია „ომიკრონის“ შემთხვევაში სხვა ქვეყნებმაც გაიარეს-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, არის მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება.
მისივე თქმით, ეპიდვითარების სტაბილურობის მისაღწევად აქტიური ვაქცინაციაა საჭირო.
„ეპიდემოლოგიური სურათი უმჯობესდება. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა 600-ზე ნაკლებია. ეს ტენდენცია "ომიკრონის" შემთხვევაში სხვა ქვეყნებმა გაიარეს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ რისკები მთლიანად იხსნება. ევროპის ქვეყნებში ისევ გრძელდება აქტიური აქცენტი ვაქცინაციაზე, იმუნური ფენის შენარჩუნებაზე. სტაბილური გაუმჯებესება მიიღწევა თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას, ვაქცინაციის გზით მიღებულ იმუნიტეტს გავზრდით",- აღნიშნა გაბუნიამ.