საწვავი კიდევ მკვეთრად გაძვირდა

23 მარტი 2022, 20:15 1678 ნახვა

საწვავის გაზრდილ ფასს მოქალაქეები რამდენიმე თვე აპროტესტებენ, ბეზნიგასამართი სადგურების ტაბლოებზე კი ციფრები მხოლოდ მატებაში მიდის. ჯერ კიდევ იანვარში, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ბოლო შვიდი წლის რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ჯერ კიდევ უკრაინაში დაწყებულ ომამდე ანონსდებოდა, რომ საწვავზე ფასს კოვიდრეგულაციების მოხსნა და სპარსეთის ყურეში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობა გამოიწვევდა, რომელიც ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკებს აჩენს. პროცესს ხელი რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო სწრაფად შეუწყო. ეკონომისტები გამოსავალს აქციზის გაუქმებასა და დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირებაში ხედავენ.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი