შეხვედრა გაეროს განვითარების ფონდში

23 მარტი 2022, 18:39 1119 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა. საქართველოსა და USAID-ს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, აგრეთვე, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს გააცნო საპარლამენტო პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. იზაბელ კოლმანმა გამოხატა მზაობა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერისთვის ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების განხორციელებაში. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, უკრაინისადმი საქართველოს მიერ გაწეულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერა და რუსეთის ომის გავლენა საქართველოს, რეგიონის და მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. იზაბელ კოლმანმა ისაუბრა საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქტივობებზე და აღნიშნა, რომ USAID მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი