ბათუმის მერი თანაკლასელის კომპანიას ტენდერებს აგებინებს - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა რეზო ხარაზმა გააკეთა.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, რომ აჭარგანათების მიერ მოგებული ტენდერი კორუფციის ნიშნებს შეიცავს და ამით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ. პოლიტიკურ ბრალდებას ქალაქის მერმა უპასუხა.
არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სატენდერო პირობები საჯაროა, პროცესი არანაირ კითხვის ნიშნებს არ შეიცავს და ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციითა და ცრუ ბრალდებებით ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას.