ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეებმა დაზიანება მიიღეს. პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩამოვარდნილი ხის ტოტი ოთხ კაცს დაეცა. ერთ-ერთი მათგანი დაზიანების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მედიკოსების განმარტებით, პირველადი დათვალიერებით კაცს თავის ზედაპირული ტრავმა აღენიშნება.
კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა აღმაშენებლის გამზირზე. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა. ავტომანქანაში მყოფი ორი ადამიანი შემთხვევას უვნებლად გადაურჩა. ქარმა რამდენიმე ქუჩაზე ნარგავები მოგლიჯა. მათ შორის ასწლოვანი ხეები.
ქუთაისის მერიის ააიპ სპეციალურ სერვისების სამსახურში ამბობენ, რომ დაზიანებული ადგილების გასასუფთავებლად მუშაობენ.