''დიდი ოცეულის'' ჯგუფიდან რუსეთის გარიცხვის საკითხი დაისვა

23 მარტი 2022, 10:25 698 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე დასწრებას აპირებს. სამიტს ამ წლის ბოლოს ინდონეზია უმასპინძლებს. ამის შესახებ ჯაკარტაში რუსეთის ელჩმა ლუდმილა ვორობრიოვმა ისაუბრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის დიდი ოცეულის ჯგუფიდან  გარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. "არა მხოლოდ დიდი ოცეული, ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გაძევებას. დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია" - აცხადებს რუსეთის ელჩი ინდონეზიაში ლუდმილა ვორობიოვა.

როიტერის ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის დიდი ოცეულიდან გარიცხვას განიხილავენ.

არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსეთის პირდაპირი გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას ვეტოს დაადებენ ალიანსის სხვა წევრები, მაგალითად: ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი.

დიდ ოცეულში მოსკოვის ადგილის დაკავების სურვილი გამოთქვეს ვარშავაში  და ეს კომუნისტური სახელმწიფოდან ღია ეკონომიკაზე  30-წლიანი წარმატებული გადასვლით დაასაბუთეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში