COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომია.
არსებული ინფორმაციით, „პაქსლოვიდი“ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მისი ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მკურნალობის კურსი 5 დღიანი.
პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.