ბათუმის დასუფთავების სამსახურმა ნარჩენების მზიდი ხუთი, ასევე ოთხი სადეზინფექციო და სადერატიზაციო საშუალება შეიძინა. ორი პრესდანადგარის შესაძენად კი ტენდერია გამოცხადებული.
ტექნიკის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. წელს დაგეგმილია ათასი ერთეული 1 100 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვაც.
ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დაწყებულია საპილოტე პროგრამა მშრალი და სველი ნარჩენების გატანისთვის და შეძენილია სეპარაციისთვის განკუთვნილი 400 ერთეული ურნა.
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, პარალელურად, პლასტმასის ნარჩენისათვის დამზადდა სპეციალური კონტეინერები, რომლებიც ქალაქის მასშტაბით განთავსდა.
ინფორმაცია და ვიდეო-მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.