საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით 2 მნიშვნელოვან ცვლილებას აანონსებს. ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ცვლილებების შემდეგ, შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად წიგნი იქნება უფრო მსუბუქი. ჯეჯელავას თქმით, უკვე დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზეც. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი სიახლე, რომელზეც მინისტრმა, დღეს, აქცენტი გააკეთა.