ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში 20 უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა

22 მარტი 2022, 10:52 1193 ნახვა

თბილისსა და რეგიონებში სკოლებში ჩარიცხვის სურვილი უკრაინიდან ჩამოსულმა სხვადასხვა ასაკის 110 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 58 უკვე ჩარიცხულია, 52 კი უმოკლეს ვადაში ჩაირიცხება. 

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში უკვე ჩაირიცხა 20 უკრაინელი მოსწავლე.  ისინი უკვე დაესწრნენ პირველ გაკვეთილს. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში  საომარი მოქმედებების გამო ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი