ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ნიკა სიმონიშვილი დაზარალებულად ცნობასთან ერთად, პროკურატურისგან ასევე მოითხოვენ საქმის მასალების გადაცემას და დაცვის სპეციალური ღონისძიების გატარებას, ვინაიდან მუქარის საფრთხე ჯერ კიდევ სრულყოფილად არ აღკვეთილა. 14 მარტს სამირა ბაირამოვამ ,,ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - ,,კონსრვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა. რის გამოც კონსერვატიული მოძრაობის წევრებმა აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო მიმართვა გაავრცელეს, რომლის სამიზნეც სამირა ბაირამოვა გახდა