სააკაშვილის სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეზე

21 მარტი 2022, 14:16 892 ნახვა

ე.წ „პიჯაკების საქმეზე“ დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.  საქმეზე ბრალდებულმა მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცახადებები  გააკეთა და ამის შემდეგ  დატოვა დარბაზი.

მიხეილ სააკაშვილმა მის თანაგუნდელ ბახვა ჩიქობავაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ბრძოლობდა და რუსულ აგრესიას შეეწირა. მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბახვა ჩიქობავა იყო გმირი, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება სდევნიდა. ამასთან მიხეილ სააკაშვილმა გარკვეულ პროვოკაციებზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ  ხელისუფლება გეგმავს საქართველო გადასცეს რუსეთის ფედერაციას.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე კომენტარი იმ საქმეზეც გააკეთა, რომელსაც მას ახლა ედავებიან და მიუთითა, რომ მას ახლა სწორედ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გასვენებაში წასვლის გამო ასამართლებენ, რასაც საქმის პროკურორმა სიცრუე უწოდა და მოუწოდა პრეზიდენტს, რომ არამიზნობრივად გაწეული ხარჯების გამო ესაუბრა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი უკვე სასამართლო დარბაზში აღარ იმყოფებოდა. სიტყვიერი დაპირისპირება ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაგრძელდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი