გერმანია და ყატარი ენერგეტიკის სფეროში გრძელვადიან პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა დოჰაში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
ჰაბეკის თქმით, ემირისგან მან უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე ვიზიტამდე მოელოდა, თუმცა მინისტრი არ აკონკრეტებს ყატარიდან რა მოცულობის გაზის მიღებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.