მომდევნო 10 ნაბიჯი ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე -სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი ხედვა წარმოადგინა და ინიციატივით ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს.
როგორც 32 ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, განაცხადის გაკეთების შემდეგ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
მათ შორისაა ორგანიზაციების ჩართულობა, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება და დიპლომატიური ურთიერთობის გაძლიერება.