იტალია მზად არის მარიუპოლის დაბომბილი თეატრი აღადგინოს - ამის შესახებ იტალიის კულტურის მინისტრი "ტვიტერზე" წერს.
"მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ჩემი წინადადება - უკრაინას შესთავაზოს რესურსები და საშუალებები მისი აღდგენისთვის, რაც შეიძლება მალე. ყველა ქვეყნის თეატრები ეკუთვნის მთელ კაცობრიობას, მსოფლიო მემკვიდრეობას,"- წერს იტალიის კულტურის მინისტრი.
გუშინ, ოკუპანტებმა მარიუპოლში თეატრის შენობა დაბომბეს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს.