ბათუმის ქალთა კამერული გუნდი საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

06 აპრილი 2016, 00:00 4147 ნახვა

ბათუმის ქალთა კამერული გუნდი თბილისის საგუნდო მუსიკის მეექვსე სართაშორისო ფესტივალშში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი მსმენლის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგება. 11 აპრილს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება, 12 აპრილს კი გალა კონცერტზე წარსდგება. ფესტივალი თბილისში 2-დან 12 აპრილის ჩათვლით ტარდება და მასში როგორც საქართველოში არსებული საგუნდო კოლექტივები, ასევე უცხოური გუნდებიც მონაწილეობენ. ბათუმის ქალთა კამერული გუნდი პარალელურად 20 წლის საიუბილეო თარიღისთვისაც ემზადება.

 

ამავე კატეგორიაში