კომპრომისის სახით განიხილება ავსტრიული ან შვედური ვარიანტი, რაც გულისხმობს უკრაინის დემილიტარიზებულ ქვეყნად გადაქცევას​ - პესკოვი

16 მარტი 2022, 15:26 1130 ნახვა

კიევთან მოლაპარაკებებისას განიხილება ავსტრიული ან შვედური ვარიანტი, რომელიც გულისხმობს უკრაინის დემილიტარიზებულ ქვეყნად გადაქცევას, რაც შეიძლება, განიხილებოდეს კომპრომისად. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„ნამდვილად განიხილება ეს ვარიანტი, რომელიც შეიძლება, განიხილებოდეს როგორც გარკვეული კომპრომისი. სიტუაცია უკრაინაში შეიძლება, გამოსწორდეს მხოლოდ რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის შეთანხმების მიღწევის გზით“, – განაცხადა პესკოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი