უკრაინაში ფოქს ნიუსის ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი და ჟურნალისტის თანაშემწე ალექსანდრა კუვშინოვა მოკლეს. ავტომობილს რომლითაც ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
გადამღები ჯგუფი ჰორენკაში, უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 12 მილის დაშორებით იმყოფებოდა.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში მედიის 5 წამომადგენელი დაიღუპა.