რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინის ეკონომიკის ზარალი ამ ეტაპზე 565 მილიარდ დოლარს შეადგენს - დენის შმიგალი

16 მარტი 2022, 11:19 1009 ნახვა

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 565 მილიარდ დოლარს შეადგენს, – ეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებაა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინის მთავრობაში უკვე შექმნილია და მუშაობს შესაბამისი ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის დანაკარგებს აფასებს.

„მთავრობაში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს აფასებს. წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი ზარალი ამ ეტაპზე 565 მილიარდი დოლარია“, – განაცხადა შმიგალმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი