ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი დაუჭირა

16 მარტი 2022, 10:32 972 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმა საპარლამენტო ასამბლეის 216-მა დელეგატმა მისცა, სამმა - თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი არავინ წასულა.

საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად.

ეს არის ევროპის საბჭოს პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც დნესტრისპირეთი ამიერიდან მოხსენიებული იქნება, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.

მედიის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 17 მარტს მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი